ამერიკის უნივერსიტეტები



ჰარვარდის უნივერსიტეტი
ჰარვარდის უნივერსიტეტი (ინგლ. Harvard University) — აშშ-ის უძველესი უნივერსიტეტი კემბრიჯში (მასაჩუსეტსის შტატი), დაარსდა 1636 წელს, როგორც კოლეჯი1636 წლიდან ეწეოდა აშშ-ში ემიგრირებული ინგლისის მინისტრის ჯ. ჰარვარდის (კოლეჯს დაუტოვა ქონების ნახევარი და მდიდარი ბიბლიოთეკა) სახელი. XIX საუკუნემდე კოლეჯი პრივილეგიური საშუალო სკოლა იყო, სადაც იღებდნენ 14 წლის ასაკის ბავშვებს. XIX საუკუნის I მეოთხედში გაფართოვდა სასწავლო დისციპლინების კურსი, შეუერთდა სამედიცინო და იურიდიული ფაკულტეტები და 1650 კოლეჯი რეორგანიზებულ იქნა და ჰარვარდის უნივერსიტეტად. XIX საუკუნის შუა წლებში ჰარვარდის უნივერსიტეტი კულტურულ ცენტრად იქცა. განსაკუთრებით გაითქვა სახელი უნივერსიტეტის პრეზიდენტად ამერიკელი პედაგოგის ჩ. ელიოტის ყოფნის დროს (1869-1909).Похожее изображение
ჰარვარდი ლიდერობს მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში. კერძოდ, 2003 წლიდან სათავეში უდგას Academic Ranking of World Universities (ARWU)-ის, 2011 წლიდან THE World Reputation Rankings-ის, 2004-2009 წლებში THE-QS World University Rankings-ის სიას. 2013 წლის გამოკითხვის თანახმად ჰარვარდი მეორე ადგილს იკავებს მოსწავლეებსა და მშობლებს შორის საოცნებო სასწავლებლებს შორის.
Картинки по запросу Harvard University
წყარო


პენსილვანიის უნივერსიტეტი

პენსილვანიის უნივერსიტეტი (ინგლ. University of Pennsylvania, მოიხსენიება, როგორც პენი (Penn) ან იუპენი (UPenn)) — კერძო, არასექტარული კვლევითი უნივერსიტეტი ფილადელფიაშიპენსილვანია. დაფუძნდა ბენ ფრანკლინის მიერ 1749 წელს (თუმცა 1899 წლიდან უნივერსიტეტი დაარსების თარიღად აღიარებს 1840 წელს, რადგან ფრანკლინის მიერ პენსილვანიის უნივერსიტეტის გახსნამდე იქ უკვე არსებობდა სასწავლო დაწესებულება). სიძველით აშშ-ის მეოთხე უმაღლესი სასწავლებელი და ამერიკის პირველი უნივერსიტეტია. ასევე აივი ლიგის წევრია. პენი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო აკადემიურ დაწესებულებად ითვლება.


Картинки по запросу University of Pennsylvania

პენის ძირითადი ფოკუსი ინტერდისციპლინარული კვლევითი პროგრამებია. თუმცა ისტორიულად პენის სიძლიერე მისი სამაგისტრო და პროფესიული სკოლები იყო, ბოლო წლებში მან მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა საბაკალავრო პროგრამებზეც. პენის სპეციალიზაცია გაერთიანებული ხარისხის პროგრამებია. აქ ასწავლიან ისეთ უნიკალურ საგნებს, როგორიცაა მაგ. ქცევის ბიოლოგიური ბაზისი; მეცნიერების ისტორია და სოციოლოგია; ლოგიკა, ინფორმაცია და გამოთვლითი პროცესები. პენის პოლიტიკით ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ დაესწრონ ნებისმიერ სამაგისტრო და პროფესიული საგნების ლექციებსაც.

Картинки по запросу University of Pennsylvania
პენის წამყვანი სკოლებია ჰუმანიტარული მეცნიერებანიიურისპრუდენციამედიცინაგანათლებაინჟინერია და ბიზნესი. პენის ბიზნესის (ვარტონი), არქიტექტურის (დიზაინის სკოლა), კომუნიკაციების (ანენბერგი), მედიცინისა და საფერშლო სკოლები რანგით ამერიკის საუკეთესო ხუთეულშია. პენის იურიდიული, სოციალური პოლიტიკისა და განათლების სკოლები რანგით გამუდმებით საუკეთესო ათეულში ხვდებიან.
პენსილვანიის უნივერსიტეტი ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ფონდებს იზიდავს. ამ მხრივ ის როგორც წესი უნივერსიტეტებში უდიდეს ხუთეულშია ხოლმე. ამასთან, პენს ამერიკაში ერთ-ერთი უმსხვილესი კვლევითი პროგრამების ბაზა გააჩნია, ხარჯავს რა 700 მილიონ ამერიკულ დოლარს ყოველწლიურად.

Картинки по запросу University of Pennsylvania
U.S. News & World Report-ის მიხედვით 2016 წელს პენი მეცხრეა შტატებში და ასევე ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სასწავლებელია, ამასვე ამბობს The Princeton Review. 2015 წელს USA Today- პენსილვანიის უნივერსიტეტს პირველი ადგილი მიანიჭა აშშ-ში. მსოფლიოს მასშტაბით პენი მე-18- QS World University Rankings-ზე დაყრდნობით, მე-17 Academic Ranking of World Universities-სა და Times Higher Education World University Rankings-ის მიხედვით.






ჩიკაგოს უნივერსიტეტი (ინგლ. University of Chicago) — კერძო კვლევითი უნივერსიტეტი ჩიკაგოშიილინოისის შტატშიაშშ. დაარსდა 1890 წელს ამერიკული ბაპტისტური საგანმანათლებლო საზოგადოების მიერ ნავთობმაგნატ ჯონ როკფელერის ფინანსური ხელშეწყობით. უნივერსიტეტი მოიცავს კოლეჯს, მრავალ აკადემიურ პროგრამას, 4 აკადემიურ ქვეგანყოფილებას შორის ორგანიზებულ ინტერდისციპლინარულ კომიტეტებს და 7 პროფესიულ სკოლასხელოვნებისა და მეცნიერების გარდა, უნივერსიტეტი ცნობილია თავისი სხვა პროფესიონალური სკოლებითაც, როგორებიცააპრიცკერის მედიცინის სკოლა, ბიზნესის სკოლასამართლის სკოლასოციალური სერვისების ადმინისტრირების სკოლა, საღვთისმეტყველო სკოლა და სხვა. ამ კოლეჯებში ამჟამად 5000, ხოლო ზოგადად მთელს უნივერსიტეტში 15 ათასამდე სტუდენტი სწავლობს.


Картинки по запросу University of Chicago
უნივერსიტეტის პირველი პრეზიდენტი უილიამ რეინი ჰარპერი გახდა 1891 წელს, ხოლო პირველი კლასი 1892 წელს გაიხსნა. ბოთ ჰარპერი და უნივერსიტეტის მომავალი პრეზიდენტი რობერტ მეინარდ ჰატჩინსი ფიქრობდნენ, რომ სასწავლო გეგმა თეორიულ ცოდნასა და მუდმივ პრობლემებზე უნდა დაფუძნებულიყო და არა გამოყენებითი მეცნიერებებსა და კომერციულ მოგებაზე. ჰარპერის ინიციატივითვე, ჩიკაგოს უნივერსიტეტი ამერიკული უნივერსიტეტების ასოციაციის 14 დაფმუძნებელ წევრს შორის ერთ-ერთი გახდა, უნივერსიტეტების კვლევითი ასოციაციის წევრი კი უკვე 1907 წლიდანაა.

Картинки по запросу University of Chicago
ჩიკაგოს უნივერსიტეტი სახელგანთქმულია ცნობილი ბიზნესმენებითა და მილიონერებით. Academic Ranking of World Universities-მა და US News and World Report-მა ის საუკეთესო უნივერსიტეტების ათეულში შეიყვანეს. University of Chicago Law School-მა და Pritzker School of Medicine-მა კი ამერიკული უნივერსიტეტების საუკეთესო ხუთეულში.






პრინსტონის უნივერსიტეტი

პრინსტონის უნივერსიტეტი (Princeton University) — მდებარეობს პრინსტონშინიუ-ჯერსიში და სიძველით მეოთხე უმაღლესი სასწავლებელია აშშ-ში. პრინსტონი ასევე ერთ-ერთია აივი ლიგის რვა უნივერსიტეტთაგან. დაარსდა, როგორც ნიუ-ჯერსის კოლეჯი 1746 წელს და თავდაპირველად მდებარეობდა ელიზაბეთში, ნიუ-ჯერსი, შემდეგ 1747 წელს გადავიდა ნიუორკში. სკოლამ პრინსტონში გადაინაცვლა 1756 წელს. მისი სახელი ოფიციალურად გადაკეთდაპრინსტონის უნივერსიტეტად“ 1896წელს. თავდაპირველად პრესბიტერიანელთა დაწესებულება იყო, თუმცა ნებისმიერი რელიგიური დენომინაციის სტუდენტებს შეეძლოთ დასწრება. ამჟამად უნივერსიტეტი არასექტარულია. აუცილებელი სალიტურგიო დასწრება შემცირდა ორამდე დღეში 1882 წელს, ხოლო 1964 წელს კი ეს მოთხოვნა საერთოდ გაუქმდა. უნივერსიტეტს მჭიდრო კავშირი აქვს პრინსტონის თეოლოგიურ სემინარიასთან (უწინ სკოლის ნაწილი) და უესტმინსტერის ქორის კოლეჯთან რაიდერის უნივერსიტეტში.

Картинки по запросу Princeton University
მდებარეობს რა ვრცელ კამპუსზე ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ გარეუბანში, პრინსტონი ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა საზოგადოებრივ და მოხალისეთა წამოწყებებს. კვლევები მრავალ დარგში ტარდება, მათ შორის ანთროპოლოგიაშირობოტიკაშიგეოფიზიკასა და ენტომოლოგიაში. საბაკალავრო კოლეჯთან ერთად პრინსტონს აქვს არქიტექტურისსაინჟინრო, საზოგადო და საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლები. მის ფორესტალ კამპუსზე პლაზმური ფიზიკისა და მეტეოროლოგიური კვლევის ლაბორატორიებია1948 წელს გაიხსნა ჰარვი ფაირსტოუნის მემორიალური ბიბლიოთეკა, რომელშიც უნივერსიტეტის ხელოვნების მუზეუმთან ერთად მრავალი უნიკალური კოლექციაა გამოფენილი.
Image result for princeton university
პრისტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიანმიშელ ობამაჯეიმზ მედისონივუდრო უილსონიფრენსის სკოტ ფიცჯერალდი. უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა ალბერტ აინშტაინი.
2001-დან 2016 წლამდე პრისტონის უნივერსიტეტი საუკეთესო ორს შორის იყო U.S. News & World Report-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში (14-ჯერ პირველი ადგილი, ორჯერ მეორე).U.S. News-მა 2016 წელს პრისტონის უნივერსიტეტი საუკეთესოდ დაასახელა აშშ-ში. 2014-2015 წელს Times Higher Education-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში პრისტონმა მეშვიდე ადგილი დაიკავა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის. QS World University Rankings-ის მიხედვით პრისტონი მეცხრეა მსოფლიოს და მეხუთე აშშ-ის უნივერსიტეტებს შორის.





კალიფორნიის უნივერსიტეტი ბერკლიში

კალიფორნიის უნივერსიტეტი ბერკლიში (ინგლ. The University of California, ან მოკლედ UC Berkeley, Berkeley, Cal) — კალიფორნიის უნივერსიტეტის ცხრა კამპუსიდან უძველესი. დაარსდა 1868 წლის 23 მარტს, მდებარეობს კალიფორნიის შტატის ქალაქ ბერკლიში და დაახლოებით 5 კმ² ფართობი უჭირავს.
Image result for კალიფორნიის უნივერსიტეტი ბერკლში
ბერკლის ფიზიკოსებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ატომური ბომბის შემუშავებაში, ასევე ომის შემდეგ წყალბადის ბომბის შექმნაში. ბერკლის მეცნიერებმაკალიფორნიის უნივერსიტეტი ბერკლიში გამოიგონეს ციკლოტრონი, გამოიკვლიეს ანტიპროტონი, გადამწყვეტი როლი ითამაშეს ლაზერის კვლევაში, ახსნეს ფოტოსინთეზის პროცესი, აღმოაჩინეს მრავალი ქიმიური ელემენტი, მათ შორისპლუტონიუმიბერკლიუმილორენციუმი და კალიფორნიუმი.
Related image
უნივერსიტეტი ერთ-ერთი საუკეთესოა როგორც აშშ-ში ისე მთელს მსოფლიოში. Times Higher Education World University Rankings-მა 2016 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტი ბერკლიში დაასახემა მეექვსე ყველაზე დიდი რეპუტაციის მქონე სასწავლებლად მსოფლიოშიიგი მესამე ადგილს იკავებს U.S. News & World Report-ის 2016 წლის კვლევაში. Academic Ranking of World Universities-ის 2015 წლის რეიტინგში კალიფორნიის უნივერსიტეტი ბერკლიში მეოთხე ადგილს იკავებს, The Center for World University Rankings-საში კი მეშვიდეს2016 წელს U.S. News & World Report-მა კალიფორნიის უნივერსიტეტი ბერკლიში დაასახესა საუკეთესო საჯარო სასწავლო დაწესებულებად აშშ-ში. The Washington Monthly-ის რეიტინგში იგი მეოთხეა ამერიკის უნივერსიტეტებს შორისხოლო Money Magazine-ის მიხედვით მეცხრე 2014 წელს The Daily Beast-მა კალიფორნიის უნივერსიტეტი ბერკლიში მეთერთმეტე საუკეთესოდ დაასახელა შტატებში.





კოლუმბიის უნივერსიტეტი

კოლუმბიის უნივერსიტეტი ქალაქ ნიუ-იორკში (ინგლ. Columbia University in the City of New York, საზოგადოდ ცნობილი, როგორც კოლუმბიის უნივერსიტეტი ან მოკლედ კოლუმბია) კერძო უნივერსიტეტია აშშ-ში და აივი ლიგის წევრი. კოლუმბია უძველესი უმაღლესი სასწავლებელია ნიუ-იორკის შტატში, სიძველით მეხუთეა აშშ-ში[1] და ერთ-ერთია ქვეყნის ცხრა კოლონიურ კოლეჯთაგან, რომლებიც ამერიკის რევოლუციამდე დაარსდა. კოლუმბიის მთავარი კამპუსი ნიუ-იორკის მორნინგსაიდ ჰაიტსისუბანში მდებარეობს ზემო მანჰეტენზეჰარლემთან. ის 1754 წელს დაფუძნდა, როგორც "King's College" (მეფის კოლეჯი), ბრიტანეთის მეფე ჯორჯ II-ის ქარტიით და ერთ-ერთია სამ აშშ-ის უნივერსიტეტთაგან, რომლებიც ამგვარად დაარსდაამერიკის რევოლუციური ომის შემდეგ კოლუმბია 1784-1787 წლებში საშტატო დაქვემდებარებაში იყო. ამჟამად უნივერსიტეტი 1787 წლის ქარტიით ფუნქციონირებს, რომლის მიხედვით მას კერძო რწმუნებულთა საბჭო განაგებს.
Image result for columbia university
კოლუმბია ყოველწლიურად ადმინისტრირებს ამერიკის სალიტერატურო ჯილდოსპულიცერის პრემიას, და ის ასევე ამერიკის უნივერსიტეტების ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრია. კოლუმბიასთან ასოცირდება ნობელის პრემიის ლაურეატთა მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი (კურსდამთავრებულთა და პროფესორ-მასწავლებელთა ჩათვლით). კოლუმბიის შემოწირულობათა ფონდი და წლიური კვლევის ხარჯები ერთ-ერთი უმსხვილესია ამერიკის უნივერსიტეტთა შორის.2008 წელს უნივერსიტეტი რანგით მესამე იყო აშშ-ის უნივერსიტეტთა შორის ფონდების მოზიდვის მაჩვენებლით, რამაც დაახლოებით $495 მილიონი შეადგინა კერზო შემოწირულობათა სახითუნივერსიტეტს ამჟამად ოთხი გლობალური ცენტრი აქვსამანიიორდანიაპეკინიჩინეთიპარიზისაფრანგეთი; და მუმბაიინდოეთი.
Image result for columbia university
კოლუმბიის გამოჩენილ კურსდამთავრებულთა და კათედრის წევრთა შორის არიან: ხუთი შეერთებული შტატების დამფუძნებელი მამა; ოთხი აშშ-ის პრეზიდენტი, მათ შორის მიმდინარე; ცხრა უზენაესი მოსამართლე; 94 ნობელის პრემიისლაურეატი, რაც ნებისმიერი სხვა უნივერსიტეტისას აღემატება; 101 პულიცერის პრემიის ლაურეატი, ასევე ნებისმიერ სხვა უნივერსიტეტზე მეტი; სულ მცირე 25 აკადემიის ჯილდოს მფლობელი სულ 30 ოსკარით; 30-ზე მეტი ეროვნული სამეცნიერო მედლის მფლობელი; და სულ მცირე 50 მაკარტურის გენიოსის პრემიის ლაურეატი. კოლუმბიაში ამჟამად ცხრა ნობელის პრემიის ლაურეატი რეზიდენტია, 30 მაკარტურის გენიოსის პერმიის მფლობელი, ოთხი ეროვნული სამეცნირო მედლის ლაურეატი, 143 ამერიკის ხელოვნებათა და მეცნიერების აკადემიის წევრი, 38 ეროვნულ აკადემიათა მედიცინის ინსტიტუტის წევრი; 20 ეროვნული საინჟინრო აკადემიის წევრი და 43 ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

წყარო




სტენფორდის უნივერსიტეტი
ლელანდ სტენფორდ უმცროსის სახელობის უნივერსიტეტი (ინგლ. Leland Stanford Junior University), შემოკლებით სტენფორდის უნივერსიტეტი (ინგლ. Stanford University) — კერძო დაფინანსების ამერიკული უნივერსიტეტი სტენფორდშიკალიფორნიის შტატშისან-ფრანცისკოდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60 კმ-ში სანტა-კლარას ქაუნთიში ქალაქ პალო-ალტოსთან მდებარე უნივერსიტეტი სილიკონის ველის შუაგულშია, გეოგრაფიულიად და ისტორიულადაც.
Image result for Stanford University
ვრცელ კამპუსზე განლაგებული უნივერსიტეტი საბაკალავრო კოლეჯებთან ერთად სტუდენტებს სთავაზობს საინჟინრო, იურიდიულ, სამედცინო, განათლების, ბიზნესის, ბუნებისმეტყველებისა და ჰუმანიტარული მეცნიერების სკოლებს. სტენფორდს საკუთარი საავადმყოფო აქვს სამედიცინო პრაქტიკისთვის. ის ასევე ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა საზოგადოებრივ და მოხალისეთა წამოწყებებს. კვლევები მრავალ დარგში ტარდება, მათ შორის ანთროპოლოგიაში, რობოტიკაში, გეოფიზიკასა და ენტომოლოგიაში.
Image result for Stanford University

სტენფორდის უნივერსიტეტი 2016 მეოთხეა ამერიკულ უნივერსიტეტებს შორის U.S. News and World Report-ის კვლევის მიხედვით. იგი პირველ ადგილს იკავებს ჟურნალ Slate-ის რეიტინგში "21- საუკუნის ჰარვარდი"  The New York Times-მა 2014 წელს სტენფორდის შესახებ დაწერა: "სტენფორდის უნივერსიტეტი ამერიკისთვის გახდა სასწავლებელი, როგორიც ერთ დროს ჰარვარდი იყო". 201320142015 და 2016 წლებში The Princeton Review- გამოკითხვით თანახმად სტენფორდში სწავლაზე ყველაზე ბევრი ბავშვი ოცნებობდა, იგი პოპულარული იყო მშობლებს შორისაც.

წყარო




მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology, აკრ. MIT - ”მიტი”) უნივერსიტეტია ქალაქ კემბრიჯშიმასაჩუსეტსიაშშ. მიტი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში. მის ყველაზე მნიშვნელოვან ლაბორატორიებსა და აკადემიურ განყოფილებებს შორისაა ლინკოლნის ლაბორატორია, ელექტრონიკის კვლევითი ლაბორატორია, კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია, მედიის ლაბორატორია, უაიტჰედის ინსტიტუტი, ბროუდის ინსტიტუტი, სლოუნის მენეჯმენტის სკოლა, საინჟინრო სისტემათა განყოფილება და ჯანმრთელობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ჰარვარდ-მიტის განყოფილება. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის დღევანდელი კამპუსი, რომელიც 68 ჰექტარს მოიცავს1916 წელს გაიხსნა.
Image result for massachusetts institute of technology

მასაჩუსეტსის ინსტიტუტი თითქმის ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია. მრავალი წლის განმავლობაში მიტი- საინჟინერო სკოლა საუკეთესოდ იყო დასახელებული U.S. News & World Report-ის, QS World University Rankings-ისა და Academic Ranking of World Universities-ის მიერამავე რეიტინგების მიხედვით წარმატებულია მიტი- კომპიუტერული მეცნიერებების, ბიზნესის, ეკონომიკის, პოლიტოლოგიის, ლინგვისტიკის, ზუსტი მეცნიერებებისა და მათემატიკის ფაკულტეტები.  2014 წელს მიტმა მესამე ადგილი დაიკავა Money magazine-ის რეიტინგში "საუკეთესო უნივერსიტეტი თქვენი ფულისთვის". 
Related image
ამავე წელს Forbes magazine-მა იგი დაასახელა მეორე საუკეთესოდ უნივერსიტეტებს შორის, რომელთა კურსდამთავრებულებმა დააარსეს ახალი კომპანიამასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის კურსდამთავრებულების მიერ დაარსებული კომპანიების საერთო შემოსავალი რომ შეიკრიბოს იგი მსოფლიოში მეთერთმეტე ყველაზე მდიდარი იქნებოდა.


Комментариев нет:

Отправить комментарий