აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქვეყნის ერთ-ერთი
უძველესი უმაღლესი სასწავლებელია. ფაქტობრივად, ის ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის წიაღში იშვა. 1933 წლის 8 იანვარს საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებული
კომიტეტისა და სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილებით აღდგენილ იქნა ორიოდე წლით
ადრე რეორგანიზებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მის ბაზაზე შექმნილი სახელმწიფო
პედაგოგიური ინსტიტუტი კი ქუთაისში იქნა გადმოყვანილი და ამავე წლის 13 თებერვლიდან
აქ განაგრძო ფუნქციონირება. იგი 1933-1990 წლებში ალექსანდრე წულუკიძის სახელობის
სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსით არსებობდა. ინსტიტუტმა ქალაქის ცენტრში
დაიდო ბინა, შენობაში, სადაც თავდაპირველად რეალური სასწავლებელი იყო განთავსებული.
პირველ სასწავლო წელს (1933წ.) ქუთაისში დაფუძნებული პედინსტიტუტის პირველ და მეორე კურსებზე თბილისიდან ჩვენს ქალაქში გადმოსული 700- მდე სტუდენტი სწავლობდა. მათთან ერთად ქუთაისში სამუშაოდ გადმოვიდნენ მათი პროფესორ-მასწავლებლებიც. სხვადასხვა წლებში უნივერსიტეტში წარმატებით მოღვაწეობდნენ და ლექციებს კითხულობდნენ: გიორგი ახვლედიანი (1887-1973), ალექსანდრე ბარამიძე (1902-1994), კოტე ბაქრაძე (1898-1970), ივანე ბერიტაშვილი (1884-1974), ნიკო ბერძენიშვილი (1894-1965), ანგია ბოჭორიშვილი (1902-1982), ლევან გოკიელი (1901-1975), ვარლამ თოფურია (1900-1966), ივანე კაჭარავა (1894-1977), კორნელი კეკელიძე (1879-1962), ნიკო კეცხოველი (1897-1982), მათე მირიანაშვილი (1906-1975) , შალვა ნუცუბიძე (1888-1969), მიხეილ საბაშვილი (1900-1979), დიმიტრი უზნაძე (1886-1950), ალექსანდრე ფრანგიშვილი (1907-1989), სიმონ ყაუხჩიშვილი (1895-1981), აკაკი შანიძე (1887-1987), ვასილ ჩანტლაძე (1904 -1995), არნოლდ ჩიქობავა (1898-1985), და სხვ.
1990 წელს უმაღლესი სასწავლებელი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტად გარდაიქმნა, რაც ლოგიკური დაგვირგვინება იყო იმ დიდი საქმიანობისა, რომელსაც ეს ინსტიტუტი წარმატებით ეწეოდა.

1968 წელს ქუთაისში გახსნილი მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტის ბაზაზე 1974 წლის 1 სექტემბერს
ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება ქუთაისის პოლიტექნიკურმა ინსტიტუტმა, რომელსაც
1977 წელს აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილის სახელი მიენიჭა. 1992 წელს უმაღლესმა სასწავლებელმა
უნივერსიტეტის სტატუსი მიიღო.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის №39 დადგენილების თანახმად, განხორციელდა საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის რეორგანიზაცია მათი გაერთიანების გზით. საგანმანათლებლო დაწესებულებას სტატუსად განესაზღვრა უნივერსიტეტი და ეწოდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის დადგენილებით აწსუ აგრარული
ფაკულტეტის სახით განაგრძო არსებობა სუბტროპიკული მეურნეობის სოხუმის სახელმწიფო სასწავლო
უნივერსიტეტმა, რომელიც 1952 წელს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტიდან
გამოყოფის შედეგად ჩამოყალიბდა, როგორც ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი,
საქართველოს მთავრობის 1959 წლის 11 აპრილის დადგენილებით კი გადატანილ იქნა ქალაქ
სოხუმში. 1993 წელს აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო უმაღლესი სასწავლებელი
კვლავ ქუთაისში ბრუნდება. 2003 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით ინსტიტუტი
უნივერსიტეტად გარდაიქმნა.
დღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი აერთიანებს ყველა იმ საუკეთესო ტრადიციას სამ უნივერსიტეტში ცალ-ცალკე რომ ყალიბდებოდა. ამჟამად იგი დასავლეთ საქართველოს ყველაზე მრავალპროფილიანი, მძლავრი და სწარაფად პროგრესირებადი უმაღლესი სკოლაა, რომელსაც სასწავლო კადრების მომზადების, სამეცნიერო პოტენციალის მაღალი დონისა და მოწინავე ქვეყნების სამეცნიერო სასწავლებლებთან დამყარებული ფართო კავშირების შედეგად საყოველთაო აღიარება აქვს მოპოვებული და ღირსეული ადგილი უჭირავს ქართველი ერის კულტურულ-საგანმანათლებლო და ინტელექტუალურ ცხოვრებაში.
წყარო

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი — უნივერსიტეტი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქალაქ ბათუმში. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა
და კულტურის მნიშვნელოვანი ცენტრი. აერთიანებს 9 ფაკულტეტს: განათლების, ეკონომიკისა
და ბიზნესის, იურიდიულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის, სოციალურ და
პოლიტიკურ მეცნიერებათა, ტექნოლოგიურ, ტურიზმის, ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ
მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებს. დღეისათვის, უნივერსიტეტში
უმაღლესი პროფესიული, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო
პროგრამებზე 6000-მდე სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტს აქვს ბიბლიოთეკა, გამომცემლობა
და გაზეთი.
1893 წელს ბათუმში ვაჟთა გიმნაზიის გახსნის საკითხი დაისვა. 1895 წლის 26-27 ივნისს ქალაქის თვითმმართველობამ ვაჟთა გიმნაზიის შენობისათვის ზღვის სანაპიროსთან გამოყო 2 623, 95 კვ. საჟენი მიწის ფართი. 1897 წლის ივლისში ვაჟთა გიმნაზიამ ფუნქციონირება დაიწყო. 1900 წლის 26 სექტემბერს შესაძლებელი გახდა ქალთა გიმნაზიის გახსნაც. მოგვიანებით, 1923 წლისათვის, ქალთა გიმნაზიის ყოფილ შენობაში (ამჟამად №2 საშუალო სკოლა) დაფუძნდა პედაგოგიური ინსტიტუტი, რომელიც შემდეგ პედაგოგიურ ტექნიკუმად გადაკეთდა.

ვაჟთა გიმნაზიის შენობაში 1935 წელს გაიხსნა ორწლიანი
სამასწავლებლო ინსტიტუტი 4 ფაკულტეტით: ქართული ენისა და ლიტერატურის, ფიზიკა-მათემატიკის,
ისტორიისა და საბუნებისმეტყველო-გეოგრაფიის, რომლებსაც 1936 წელს დაემატა ფიზკულტურის,
ხოლო 1938 წელს — რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტებიც.
ინსტიტუტს შოთა რუსთაველის სახელი
1938 წელს მიენიჭა.
1945 წლის ივნისში ბათუმის სამასწავლებლო ინსტიტუტის ბაზაზე ჩამოყალიბდა პედაგოგიური ინსტიტუტი. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1990 წლის 3 სექტემბრის №453 დადგენილებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე დაარსდა სახელმწიფო უნივერსიტეტი.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის
29 სექტემბრის №176 დადგენილებით უნივერსიტეტს შეურთდა სსიპ ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ხოლო საქართველოს
მთავრობის 2010 წლის 9 ივლისის N 185 დადგენილების საფუძველზე ნიკო ბერძენიშვილისა
და ფიტოპათოლოგიის სამეცნიერო ინსტიტუტები.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის N100 დადგენილების
საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შეეცვალა სახელი და ეწოდა ბათუმის
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
წყარო
წყარო
ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელმა თავისი არსებობის ნახევარსაუკუნოვან პერიოდში უდიდესი როლი ითამაშა საზღვაო საქმის განვითარებაში, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს საბჭოეთში. სასწავლებელმა 5 ათასამდე მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტი მოამზადა საზღვაო ფლოტში სამუშაოდ. მისი კურსდამთავრებულები დღესაც წარმატებით მუშაობენ საოკეანო გემებზე საქართველოსა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის დროშის ქვეშ.
ამ დიდი ტრადიციების მქონე ავტორიტეტული საზღვაო სასწავლებელის
ბაზაზე, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ურთულეს პერიოდში, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
გადაწყვეტილებით 1992 წელს დაარსდა ბათუმის უმაღლესი საზღვაო სასწავლებელი, რომელმაც
ასევე საქართველოს მთავრობის 1994 წლის გადაწყვეტილებით მიიღო სტატუსი: სახაზინო საწარმო
– ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია (ბსსა).
2004 წლიდან საქართველოში დაიწყო მთელი განათლების სისტემის
მასშტაბური რეფორმა. 2005 წლის 25 აპრილს აკადემიის სტატუსი განისაზღვრა, როგორც საჯარო
სამართლის იურიდიული პირი, ხოლო საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 ოქტომბრის №184
დადგენილებით განისაზღვარა საზღვაო აკადემიის დღევანდელი სტატუსი, სახე და სახელწოდება:
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო
აკადემია Legal Entity of Public Law Teaching University Batumi State Maritime
Academy.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია სთავაზობს სტუდენტებს განათლების მიღების შესაძლებლობას საზღვაო ინდუსტრიის ფართო სპექტრში. აკადემიის საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა დაიკავონ სამეთაურო თანამდებობები საზღვაო სავაჭრო გემების ეკიპაჟებში, საზღვაო კრუინგულ კომპანიებში და სხვა სახელმწიფო თუ კერძო სამსახურებში, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია საზღვაო ტრანსპორტის მომსახურებასთან, კონტროლთან და მართვასთან.

აკადემია ხელს უწყობს საქართველოს შავიზღვისპირა ზოლში
განლაგებული სხვადასხვა საზღვაო დაწესებულების განვითარებას. ბათუმის, ფოთის და ყულევის
ნავსადგურებთან და სუფსის ტერმინალთან ახლომდებარეობა კარგ პირობებს უქმნის აკადემიის
სტუდენტებს მიიღონ სრულფასოვანი სასწავლო პრაქტიკა ხსენებული ნავსადგურების ბაზაზე,
ამავე დროს აკადემია უზრუნველყოფს მათ კვალიფიცირებული კადრებით.
წყარო
წყარო
საქართველოში სათეატრო განათლების პირველი მცდელობა დაკავშირებულია სასკოლო დრამის შექმნასთან თელავისა (1782) და თბილისის სემინარიებში (1855), სადაც წესდებით შესაძლებელი იყო კვირაში ერთხელ “კომედიის ან სხვა რამე საჩინო თამაშობა”. 1880 წელს დრამატული საზოგადოების წესდებაში გათვალისწინებული იყო - „გაიმართოს ქ. ტფილისში თეატრალური კლასები და დროებითი კურსები მოსამზადებლად და გასავარჯიშებლად არისტებისა“.
1912 წელს ლადო მესხიშვილმა სცადა დრამატული კურსების
დაარსება, შეიმუშავა დებულება.
1918 წელს გიორგი ჯაბადარმა შექმნა სტუდია, სადაც აღიზარდნენ
გამოჩენილი მსახიობები: ვ. ანჯაფარიძე, უ. ჩხეიძე, ა. ვასაძე, შ. ღამბაშიძე და სხვები.
1922 წელს ა. ფაღავას ხელმძღვანელობით დაარსდა დრამატული
სტუდია, რომლის საფუძველზეც 1923 წლის 10 ოქტომბერს სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილებით
(ოქმი N 31) შეიქმნა „სასცენო ხელოვნების ინსტიტუტი“. სტუდიელები ჩაირიცხნენ ინსტიტუტის
მეორე კურსზე. დამატებით გამოცხადდა მიღება.
ინსტიტუტის პირველი რექტორი იყო აკაკი ფაღავა, სამხატვრო ხელმძღვანელი კოტე მარჯანიშვილი, პედაგოგებად მუშაობდნენ გამოჩენილი მეცნიერები: ივ. ჯავახიშვილი, დ. უზნაძე, გ. ჩუბინაშვილი, ა. შანიძე, გ. ახვლედიანი, ა. ნათიშვილი. რეჟისორები: ს. ახმეტელი, მ. ქორელი. მწერლები: კ. გამსახურდია, გრ. რობაქიძე, ნ. შიუკაშვილი.

ინსტიტუტის სტრუქტურა შედგებოდა სტუდიებისა (ფაკულტეტების
ნაცვლად) და კლასებისაგან:
ა) დრამატული სტუდია,
ბ) საოპერო სტუდია,
გ) საოპერო გუნდის კლასი,
დ) პლასტიკისა და რიტმული გიმნასტიკის კლასი.
1924 წელს მოხდა ინსტიტუტის პირველი გამოშვება. დაამთავრა
21 სტუდენტმა. ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა შორის იყვნენ: ა. ხორავა, ვ. გოძიაშვილი,
ს. თაყაიშვილი, თ. წულუკიძე, მ. მრევლიშვილი, პ. კობახიძე, პ. კანდელაკი, პ. მურღულია,
გ. კუპრაშვილი, ნ. შენგელაია, ს. ჭელიძე და სხვები.
1927 წლიდან ინსტიტუტმა შეწყვიტა ფუნქციონირება. ჩამოყალიბდა
ახალი სტუდიები. რუსთაველის თეატრის სტუდიას 1927-1935 წლებში სანდრო ახმეტელთან ერთად
ხელმძღვანელობდა აკაკი ვასაძე. 1935-1939 წლებში - აკაკი ხორავა. სტუდიის პროგრამა
და სპეციალისტების მომზადების დონე უთანაბრდებოდა თანამედროვე უმაღლეს კოლეჯს. სტუდიამ
მოამზადა სამსახიობო კადრები ბათუმის, აფხაზეთის, ოსეთის და ჩეჩენო-ინგუშეთის თეატრებისათვის.
რუსთაველის თეატრის სტუდიამ 1927-1939 წლებში მოამზადა 152 მსახიობი.
რუსთაველის თეატრის სტუდიამ 1927-1939 წლებში მოამზადა 152 მსახიობი.
სტუდია შეიქმნა კ. მარჯანიშვილის თეატრშიც, სადაც დიდ
მუშაობას ეწეოდა დ. ჯანელიძე.
1933 წელს ა. ფაღავამ დაარსა „სასცენო ხელოვნების უმაღლესი
კურსები“. სახკინმრეწვთან შეიქმნა კინოსამსახიობო კურსები. რუსთაველის თეატრისა და
სხვა სტუდიების ბაზაზე 1939 წლის 1 სექტემბერს აკაკი ხორავასა და აკაკი ფაღავას ინიციატივით,
მთავრობის დადგენილების საფუძველზე, აღდგენილ იქნა თეატრალური ინსტიტუტი. მისი რექტორი
იყო ა. ხორავა, მოადგილე - ა. ფაღავა.
ა. ხორავას შემდეგ რექტორებად მუშაობდნენ: დ. ალექსიძე,
მ. კვესელავა, ლ. კიკნაძე, ი. თავაძე, ე. გუგუშვილი, გ. ჟორდანია, გ. ლორთქიფანიძე,
გ.მარგველაშვილი, ნ. ჩხაიძე, გ.მარგველაშვილი.
1992 წელს თეატრალურ ინსტიტუტს ეწოდა თეატრისა და კინოს
სახელმწიფო ინსტიტუტი.
2002 წელს ინსტიტუტი გარდაიქმნა უნივერსიტეტად.
2002 წელს ინსტიტუტი გარდაიქმნა უნივერსიტეტად.
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო
უნივერსიტეტის კურსდამთვრებულებმა არსებითად განსაზღვრეს მეოცე საუკუნისა და თანამედროვე
საქართველოს თეატრალური კულტურის განვითარების ხასიათი.
2006 წელს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს შეუერთდა
თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მოხდა რეორგანიზაცია, გაფართოვდა უნივერსიტეტის პროფილი და გაიზარდა პოტენციალი.
უნივერსიტეტმა დიდი როლი შეასრულა დრამისა და კინოს,
მუსიკალური თეატრის, ესტრადის, თოჯინების, მარიონეტების, პანტომიმის მსახიობთა, დრამის,
კინოს, ტელევიზიის რეჟისორთა, ოპერატორთა, თეატრმცოდნეთა, კინომცოდნეთა, ხელოვნებათმცოდნეთა,
ტელე-მედიის, ქორეოგრაფიის, მენეჯერების, ტურიზმისა და კულტურულ-საგანმანათლებლო დარგის
სპეციალისტების მომზადებაში.
თეატრისა და კინოს დარგის არაერთმა სტუდენტმა მოიპოვა
საერთაშორისო წარმატება და უმაღლესი ჯილდო მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალებსა და კონკურსებში.
უნივერსიტეტს აქვს დ. ალექსიძის სახელობის სასწავლო
თეატრი, სამეცნიერო ბიბლიოთეკა, ლაბორატორიები, თეატრის, კინოსა და ტრადიციული ქართული
ხელოვნების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, მზადდება ქართული თეატრისა და კინოს ენციკლოპედიები.
უნივერსიტეტში ფუნქციონირებს დრამის, კინო-ტელე, ჰუმანიტარულ,სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტები, სადაც ბაკალკავრიატში, მაგისტრატურაში და დოქტურანტურაში სწავლობს ათასზე მეტი სტუდენტი.

უნივერსიტეტმა დიდი როლი შეასრულა კავკასიის ხალხებისათვის
თეატრისა და კინოს დარგის სპეციალისტების მომზადებაში. აქ აღიზარდნენ კადრები რუსული,
სომხური, აზერბაიჯანული, აფხაზური, ოსური ინგუშური, ჩეჩნური, დაღესტნური და სხვა თეატრებისათვის.
უნივერსიტეტის საკურსო და სადიპლომო წარმოდგენების ბაზაზე შეიქმნა არაერთი თეატრი
(მაგ. კინომსახიობთა თეატრი, მესხეთის თეატრი, თეატრი მეტეხში, ახმეტელის თეატრი, საინგილოს
თეატრი, პანტომიმის თეატრი და სხვა).
უნივერსიტეტს შემოქმედებითი და სამეცნიერო კავშირები
აქვს სხვადასხვა ქვეყნების უნივერსიტეტებთან.
უნივერსიტეტში მტკიცედ არის დამკვიდრებული თეატრებისათვის
მსახიობთა კადრების მოზნობრივი მომზადების ტრადიცია, რაც ხელს უწყობს ქართული თეატრის
განვითარებას რეგიონებში.
უნივერსიტეტში გამოდის გაზეთი “დურუჯი”. 2005 –
2009 წლებში გამოდიოდა სამი სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლის გაზეთი “კულტურა”. გამომცემლობა
“კენტავრი” გამოსცემს პროფესორ-მასწავლებლების მიერ შედგენილ სახელმძღვანელოებს, დამხმარე
სახელმძღვანელოებს, სამეცნიერო წიგნებსა და მონოგრაფიებს. გამოდის ჟურნალი “სახელოვნებო
მეცნიერებათა ძიებანი”.
უნივერსიტეტი განთავსებულია ორ კორპუსში: პირველი კორპუსი
– რუსთაველის გამზ. N 19-23, მეორე კორპუსი – დავით აღმაშენებლის გამზ. N 40. აკადემიის ისტორია
ისტორიული შენობა
აკადემიის ისტორიული შენობა მე-XIX საუკუნის 50-იან
წლებშია აგებული და კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ძეგლს წარმოადგენს. მასში თავმოყრილია
ევროპული და აღმოსავლური არქიტექტურის ნიშან-თვისებები. ამ ძეგლის მთავარ ღირსშესანიშნაობას
ირანიდან სპეციალურად ჩამოყვანილი ყაჯარი ოსტატების მიერ შემკული ე.წ. სარკეებიანი დარბაზები წარმოადგენს,
რომლებიც აღმოსავლური სასახლეების ინტერიერებისთვის დამახასიათებელი დეკორით მდიდრულადაა
მორთული.
დაარსების წინა პერიოდი
დაარსების წინა პერიოდი
თბილისის სამხატვრო აკადემიის დაარსებას წინ აქტიური
ცხოვრება უძღვოდა. 1874 წელს ’’სამხატვრო საზოგადოებამ’’თბილისში დააარსა საქართველოში
პირველი დაწყებითი სამხატვრო სკოლა. 1901 წელს თბილისში გაიხსნა საშუალო სამხატვრო
სასწავლებელი ფერწერისა და ქანდაკების სკოლა, რომელსაც პატრონაჟს უწევდა პეტერბურგის
საიმპერატორო სამხატვრო სასწავლებელი. 1921 წ-დე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში
არსებობდა კერძო სამხატვრო სკოლები. 1921 წლის ბოლოს შეიქმნა ე.წ. უმაღლესი სამხატვრო
სახელოსნოები, 1922 წლის დასაწყისში კი მოსე თოიძემ დააარსა სახალხო სტუდია.
ქართულ საზოგადოებას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული,
რომ საქართველოში სამხატვრო განათლების სრულყოფისთვის ეს ყოველივე საკმარისი არ გახლდათ
და საჭირო იყო უმაღლესი სამხატვრო საგანმანათლებლო ინსტიტუციის დაფუძნება, რომელშიც
ნიჭიერი ახალგაზრდები გააგრძელებდნენ სწავლას. ამისათვის აქტიურად მოღვაწეობდა დიმიტრი
შევარდნაძის მიერ 1916 წელს დაარსებული ქართველ ხელოვანთა საზოგადოება. ამ აქტიურობამ
საბოლოოდ 1922 წელს გამოიღო შედეგი.
დაარსება
1922 წლის 8 მარტს, განათლების სახალხო კომისარიატის
დადგენილებით, დაარსდა საქართველოს სამხატვრო აკადემია (ასევე ერქვა მას თავდაპირველად)
- პირველი უმაღლესი სამხატვრო სასწავლებელი საქართველოსა და მთელ კავკასიაში, და ერთ-ერთი
იმ სამ აკადემიას შორის (ლენინგრადის, რიგისა და თბილისის აკადემიები), რომლებიც საბჭოთა
კავშირში ფუნქციონირებდა. სახალხო კომისარიატის ტექსტში ეწერა: «აკადემია აგებული ცოცხალი
ბუნების შესწავლის პრინციპებზე არსდება იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყოს პლასტიკური ყველა
დარგის შესწავლას საქართველოში».
პირველ ეტაპზე ჩამოყალიბდა ოთხი ფაკულტეტი: ფერწერის,
ქანდაკების, გრაფიკის და ხუროთმოძღვრების. მოგვიანებით, 1925 წელს აკადემიის კერამიკული
სკოლის ბაზაზე გაიხსნა კერამიკული სახელოსნო, ხოლო უკვე 1927 წლის შემოდგომაზე ქანდაკების
ფაკულტეტთან დაარსდა კერამიკის განყოფილება.
1922 წლის 22 აპრილიდან აკადემიას მართავდა პროფესორთა საბჭო შემდეგი შემადგენლობით: გიგო გაბაშვილი, იაკობ ნიკოლაძე, ევგენი ლანსერე, მოსე თოიძე, იოსებ შარლემანი, ეღიშე თათევოსიანი, ჰენრიხ ჰრინევსკი, ანატოლი კალგინი, ნიკოლოზ სევეროვი. 1922 წლის 14 მაისს აკადემიის პროფესორთა საბჭოს სხდომაზე აირჩიეს აკადემიის პირველი რექტორი - ქართული სახელოვნებათმცოდნეო სკოლის ფუძემდებელი, პროფესორი გიორგი ჩუბინაშვილი. 1922-23 სასწავლო წელს აკადემიაში სწავლობდა 156 სტუდენტი, 1946-47 სასწავლო წელს 270; 1973 წელს აკადემიაში ოთხ ფაკულტეტზე სწავლობდა 848 სტუდენტი; ამ დროისათვის აკადემიაში 204 პროფესორ-მასწავლებელი მოღვაწეობდა. დღეს თბილისის სამხატვრო აკადემიაში 1380 სტუდენტს 327 პედაგოგი ასწავლის.
1930 წლიდან სამხატვრო აკადემიამ რეფორმები განიცადა 1929-30 სასწავლო წელს იგი ჯერ მკვეთრად გამოხატული საწარმოო განხრის უმაღლეს სამხატვრო-ტექნიკურ ინსტიტუტად (უსტექინი) გადაკეთდა, შეიქმნა არქიტექტურული, ფერწერულ-საქანდაკო, კერამიკის და ლითოგრაფიის (პოლიგრაფიის) ფაკულტეტები. 1931 წელს ინსტიტუტი დაიხურა. იმავე წელს ზაფხულში სრულიად გაუქმდა. მის ნაცვლად, თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში შეიქმნა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, რომელიც მოკლებული იყო სათანადო ბაზას და შესაფერის პედაგოგებს. არქიტექტურული ფაკულტეტი შეუერთეს სამშენებლო ინსტიტუტს. 1933 წლის 1 თებერვალს სამხატვრო აკადემია აღდგა და სწორედ იმ დროიდან ეწოდა მას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.
აღდგა ფერწერის, გრაფიკის, ქანდაკების, კერამიკის ფაკულტეტები, არქიტექტურის ფაკულტეტი კი - მხოლოდ 1937 წელს. (აღდგენის შემდეგ ფერწერის კათედრის გამგე იყო დავით კაკაბაძე, ქანდაკების - იაკობ ნიკოლაძე, ნახატის - მოსე თოიძე, კერამიკის - ალექსანდრე ფიცხელაური, ხელოვნების ისტორიის - შალვა ამირანაშვილი). პედაგოგებს შორის უკვე აკადემიის აღზრდილებიც გამოჩნდნენ: გიორგი სესიაშვილი, აპოლონ ქუთათელაძე, ლადო გრიგოლია, სიმონ ნადარე- იშვილი, კორნელი სანაძე, სილოვან კაკაბაძე, კონსტანტინე მერაბიშვილი და სხვ. 1933 წლიდან ყოველწლიურად ტარდებოდა სტუდენტური ნამუშევრების გამოფენები.

სსრკ-ში მიმდინარე რეპრესიების კვალი სამხატვრო აკადემიასაც
დაეტყო. XXს. 30-იან წლებში რეპრესიების ტალღამ აკადემიასაც გადაუარა: დახვრიტეს პროფესორები
ჰ.ჰრინევსკი, ვ.კოტეტიშვილი, ა.დუდუჩავა და სხვები. მაშინდელ ვითარებას კარგად ახასიათებს
ერთ-ერთი ბრძანება: “გაირიცხოს ასისტენტი იოსებ გაბაშვილი (მომავალი ცნობილი ილუსტრატორი)
ტროცკისთან ურთიერთობის გამო”. ახალგაზრდა პედაგოგი ვალენტინ შერპილოვი კი სტუდენტებს
შორის ”არასწორი იდეების” (იმპრესიონიზმის) პროპაგანდისთვის აკადემიიდან დაითხოვეს.
მძიმე გავლენა ჰქონდა აკადემიაზე მეორე მსოფლიო ომსაც. მასში 80-ზე მეტი მხატვარი მონაწილეობდა.
მრავალი მათგანი დაიღუპა (თ. ბალანჩივაძე და სხვ.). ამ დანაკარგებისა და ბევრი სხვა
სირთულის მიუხედავად, აკადემია განაგრძობდა განვითარებას.
1943 წელს დაარსდა ხატვის კათედრა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა სერგო ქობულაძე; 1947 წელს, დავით კაკაბაძის ინიციატივით, შეიქმნა თეატრალური სახელოსნო, რომელსაც მხატვარი თავად ხელმძღვანელობდა (მოგვიანებით ამ მიმართულებას ცნობილი ქართველი თეატრის მხატვარი ფარნაოზ ლაპიაშვილი უძღვებოდა). 1940-იანი წლების ბოლოს 50-იანი წლების დასაწყისში საკმაოდ შეიზღუდა შემოქმედებითი თავისუფლება. აკადემიიდან დაითხოვეს მხატვარი დავით კაკაბაძე. 1950-იანი წლების ბოლოს და 60-იანი წლების დასაწყისში აკადემიაში პედაგოგ მხატვართა ახალი თაობა მოვიდა. ნიჭიერ მხატვრებთან თანამშრომლობა განაპირობებდა სკოლის მაღალ დონეს და ავტორიტეტს. სსრკ-ში განათლების სფეროს განახლების მოდერნიზაციის მიზნით, XX საუკუნის 50- იანი წლების ბოლოს შეიქმნა სამხატვრო აკადემიის დახურვის საფრთხე. აკადემიის იმდროინდელი რექტორი (1959-72), პროფესორი აპოლონ ქუთათელაძე აქტიურად ცდილობდა აკადემიის გადარჩენას. იგი არაერთხელ გაემგზავრა მოსკოვში, უმაღლეს მმართველ ინსტანციებში მხარდამჭერების მოძიებაც მოახერხა, რის შედეგადაც თბილისის სამხატვრო აკადემია დახურვას გადაურჩა.
ამ პერიოდში ყურადღება მიექცა გამოყენებითი ხელოვნების დარგების განვითარებას. 1959 წელს შეიქმნა ქსოვილების მხატვრული გაფორმების, ტანსაცმლის მხატვრული მოდელირების, ხისა და ლითონის ნაკეთობათა და სამრეწველო ხელოვნების განყოფილებები. 1961 წელს გაიხსნა პლასტმასის ნაკეთობათა გაფორმების განყოფილება. 1961 წელს გამოენებითი ხელოვნების ყველა მიმართულების ბაზაზე დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი დაარსდა. 1966 წელს გაიხსნა რესტავრაციის განყოფილება, რომელიც 2004 წელს ფაკულტეტად იქცა. 1967 წელს, პროფესსორ ლევან რჩეულიშვილის დიდი მცდელობით, ვახტანგ ბერიძისა და სხვათა მხარდაჭერით, შეიქმნა ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი, რომლის პირველი გამოშვება 1972 წელს შედგა. 2005 წელს რესტავრაციის ფაკულტეტი ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტთან გაერთიანდა. იმავე წელს დაარსდა მედია ხელოვნების ფაკულტეტი, 2006 წლის იანვარში მას შეუერთდა ფოტოგრაფიის ინსტიტუტი. დღეს სამხატვრო აკადემიაში ხუთი ფაკულტეტია: სახვითი ხელოვნების, არქიტექტურის, რესტავრაცია/ხელოვნების ისტორიისა და თეორიის, დიზაინის, მედიახელოვნების.
სამხატვრო აკადემიის რექტორები:
გ. ჩუბინაშვილი (1922-26)
ა. დუდუჩავა (1927-30)
ვ. კოტეტიშვილი (1930-32)
გ.ბუხნიკაშვილი (1933-36)
ს. კაკაბაძე (1936-42)
უ. ჯაფარიძე (1942-48)
მ. დუდუჩავა (1948-52)
ს. ქობულაძე (1952-59)
ა. ქუთათელაძე (1959-72)
გ. თოთიბაძე (1972-82)
ზ. ნიჟარაძე (1982-87)
თ. ფერაძე (1987-92)
ს. ქოიავა (1992-2003)
გ. ბუღაძე (2003-2012)
ნ. ღაღანიძე (2012)
თ. ვარვარიძე (2012)
ი. პოპიაშვილი (2012)
თ. კლდიაშვილი (2012 ნოემბერი - 2014)
გ. გუგუშვილი (2014 - დღემდე)
წყარო
ა. დუდუჩავა (1927-30)
ვ. კოტეტიშვილი (1930-32)
გ.ბუხნიკაშვილი (1933-36)
ს. კაკაბაძე (1936-42)
უ. ჯაფარიძე (1942-48)
მ. დუდუჩავა (1948-52)
ს. ქობულაძე (1952-59)
ა. ქუთათელაძე (1959-72)
გ. თოთიბაძე (1972-82)
ზ. ნიჟარაძე (1982-87)
თ. ფერაძე (1987-92)
ს. ქოიავა (1992-2003)
გ. ბუღაძე (2003-2012)
ნ. ღაღანიძე (2012)
თ. ვარვარიძე (2012)
ი. პოპიაშვილი (2012)
თ. კლდიაშვილი (2012 ნოემბერი - 2014)
გ. გუგუშვილი (2014 - დღემდე)
წყარო
თბილისის ვანო
სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია საქართველოს პირველი უმაღლესი სასწავლებელია.
მისი დაბადების თარიღია 1917 წლის 1 მაისი. წლების მანძილზე კონსერვატორია ევროპული
ყაიდის ერთადერთი სამუსიკო სასწავლებელი იყო კავკასიაში. 1924 წელს სახელმწიფო კონსერვატორიის
სტატუსი მიენიჭა, 1947 წლიდან კი გამოჩენილი ქართველი მომღერლის - ვანო სარაჯიშვილის
სახელს ატარებს. როგორც არქიტექტურული ძეგლი კონსერვატორიის შენობა, შეტანილია კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
სხვადასხვა წლებში თბილისის კონსერვატორიას ხელმძღვანელობდნენ ცნობილი ქართველი და
რუსი მუსიკოსები, მათ შორის ნიკოლაი ნიკოლაევი (1917-1918), ალექსანდრ ჩერეპნინი
(1919-1922), მიხაილ იპოლიტოვ-ივანოვი (1924-1925), ახალი ქართული საკომპოზიტორო სკოლის
ფუძემდებლები: ზაქარია ფალიაშვილი (1918-1919; 1922-1923; 1930-1931), დიმიტრი არაყიშვილი
(1926-1929); გამოჩენილი კომპოზიტორები: გრიგოლ კილაძე (1938-1940; 1940-1941;
1944-1951), შალვა მშველიძე (1940), ვანო გოკიელი (1941-1943), იონა ტუსკია
(1952-1962), ოთარ თაქთაქიშვილი (1962-1964), სულხან ცინცაძე (1965-1984), ნოდარ გაბუნია
(1984-2000), მანანა დოიჯაშვილი (2000 - 2011). ამჟამად კონსერვატორიას სათავეში უდგას
ცნობილი მუსიკოსი, კომპოზიტორი რეზო კიკნაძე (2011).
თბილისის კონსერვატორიის დაარსებას წინ უძღოდა XIX საუკუნის მეორე ნახევრის ინტენსიური მუსიკალური ცხოვრება. ქართული საზოგადოება ეზიარა საოპერო ხელოვნებას, დასავლეთ ევროპულ და რუსულ კლასიკურ მუსიკას, შეიქმნა მუსიკალური განათლების კერები, გაჩნდა ეროვნული მუსიკალური კადრების აღზრდის შესაძლებლობა.
თბილისის კონსერვატორია დაარსდა სამუსიკო სასწავლებლის ბაზაზე, რომლისთვისაც სახსრების შეგროვება 1891 წელს ანტონ რუბინშტეინის საქველმოქმედო კონცერტით დაიწყო. შეგროვილი თანხით და შემოწირულობებით (რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ძმებს სტეფანე, ლევან და იაკობ ზუბალაშვილებს) აიგო სასწავლებლის შენობა (არქიტექტორი ალ. შიმკევიჩი), რომელიც 1917 წელს გადაეცა კონსერვატორიას.
ისევე, როგორც საუკუნის წინ, დღესაც მნიშვნელოვანია კონსერვატორიაზე მზრუნველ მეცენატთა, ბიზნეს ჯგუფებისა და მეგობრების როლი. ამ თანადგომის შედეგად, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისად რეკონსტრუირებულია კონსერვატორიის დიდი (500 ადგილი) და მცირე (200 ადგილი) საკონცერტო დარბაზები; კამერული (80 ადგილი), საოპერო სტუდიის და კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრის სარეპეტიციო დარბაზები; საკონფერენციო დარბაზი, თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილიფონოტეკა და ხმის ჩამწერი სტუდიები. კონსერვატორია უძველესი ბიბლიოთეკის მფლობელია; ხოლო მისი ისტორიის ამსახველი დოკუმენტაცია და ნივთები მუზეუმ-კაბინეტში და არქივშია დაცული.
კონსერვატორიის პირველ პედაგოგებს შორის იყვნენ ლისტის, ვენიავსკის, მარმონტელის, ჩაიკოვსკის, მოშელესის, კულაუს მოწაფეები, ჯულიარდის სკოლის დამაარსებლები რ. და ი. ლევინები, გ. ნეიჰაუზი, ფ. კესნერი, ლ. ტრუსკოვსკი, ე. ვრონსკი, ო. ბახუტაშვილი-შულგინა, ვ. ვილშაუ, კ. მინიარი, ე. გუზიკოვი, მ. იპოლიტოვ-ივანოვი, ლა სკალას ყოფილი სოლისტი ე. ბროჯი, პეტერბურგის და მოსკოვის კონსერვატორიების პროფესორ-მასწავლებლების მიერ აღზრდილი ქართველი მუსიკოსები: კომპოზიტორები ზ. ფალიაშვილი, დ. არაყიშვილი, და პიანისტები - ა. თულაშვილი და ა. ვირსალაძე, მევიოლინეები - ლ. იაშვილი და ლ. შიუკაშვილი, მომღერლები - დ. ანდღულაძე, ს. ინაშვილი, დირიჟორები - ო. დიმიტრიადი, ე. მიქელაძე, მუსიკისმცოდნეები - შ. ასლანიშვილი, ვ. დონაძე, გ. ჩხიკვაძე, პ. ხუჭუა და სხვ.
თავისი არსებობის მანძილზე თბილისის კონსერვატორიამ აღზარდა მრავალი გამოჩენილი მუსიკოსი, მათ შორის ქართველ კომპოზიტორთა მთელი თაობები: ა. ბალანჩივაძე, შ. მშველიძე, ა. მაჭავარიანი, ო. თაქთაქიშვილი, ს. ცინცაძე, რ. ლაღიძე, დ. თორაძე, ბ. კვერნაძე, ს. ნასიძე, ნ. გაბუნია, გ. ყანჩელი, ნ. მამისაშვილი, ი. კეჭაყმაძე, თ. ბაკურაძე, ი. ბარდანაშვილი, ზ. ნადარეიშვილი და სხვ. დირიჟორები: ჯ. კახიძე, ვ. მაჭავარიანი და სხვ. განსაკუთრებით მაღალი დონე გამოარჩევს ქართულ საშემსრულებლო სკოლას. მის საუკეთესო ტრადიციებზე მეტყველებს კურსდამთავრებულთა წარმატებები, რომლებიც დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწეობენ. თბილისის კონსერვატორიის პროფესორთა აღზრდილებს შორის არიან: ელისო ვირსალაძე, რუდოლფ კერერი, დიმიტრი ბაშკიროვი, ლევ ვლასენკო, თენგიზ ამირეჯიბი, ნოდარ ანდღულაძე, მანანა დოიჯაშვილი, თამარ გაბარაშვილი, ლექსო თორაძე, მარინე იაშვილი, ალექსანდრე ნიჟარაძე, ალექსანდრე კორსანტია, პაატა ბურჭულაძე, ეთერ ანჯაფარიძე, ლამარა ჭყონია, ნათელა და ეთერი ჭყონიები, იანო ალიბეგაშვილი (თამარი), ლადო ათანელი, ალა სიმონიშვილი, თამარ ჯავახიშვილი (ივერი), ნინო სურგულაძე და სხვ.
დღეს კონსერვატორიაში 180-მდე პროფესორ-მასწავლებელი მუშაობს. მათ შორის 19 სრული პროფესორია, 80-ზე მეტი ასოცირებული პროფესორი, ხოლო 16 კი ასისტენტ-პროფესორია. ისინი ეწევიან აქტიურ პედაგოგიურ, პროფესიულ-საშემსრულებლო და სამეცნიერო მოღვაწეობას. გამოდიან კონცერტებით, ატარებენ მასტერკლასებსა და საჯარო ლექციებს, მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებში, სიმპოზიუმებში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
დაარსების დღიდან კონსერვატორია გახდა მნიშვნელოვანი კულტურული და სამეცნიერო-საგანმანათლებლო კერა. აქ ეწყობა სხვადასხვა სახის მუსიკალური ფორუმები, რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსები, თემატური საღამოები თუ საკონცერტო ციკლები, სტუდენტთა ძალებით ხორციელდება საოპერო დადგმები.
დღეს კონსერვატორიას ფართო საერთაშორისო კავშირები აქვს; 2000 წლიდან კონსერვატორიაში სისტემატურად ტარდება მასტერკლასები, ყოველწლიური ”საგაზაფხულო საშემსრულებო სემინარები” (ჟერომ პერნოს (ჩელო), ჟერომ დიუკროს (ფ-ნო), გვიდო ზეგერსის (საყვირი) და იოჰან შტრუბის (ფ-ნო)) და კონკურსები სხვადასხვა საშემსრულებლო სპეციალობებით, რომელთაც მსოფლიოში სახელმოხვეჭილი უცხოელი და ქართველი მუსიკოსები მართავენ.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საკონცერტო ცხოვრების ცენტრია. სხვადასხვა წლებში კონსერვატორიის მცირე და დიდ საკონცერტო დარბაზებში კონცერტებს მართავდნენ მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსები: ვ. ჰოროვიცი, ე. პეტრი, დ. შტიდრი, ო. რიდი, ს. რიხტერი, დ. ოისტრახი, ე. გილელსი, მ. როსტროპოვიჩი და სხვ.
ამავე დროს კონსერვატორია მუსიკალური ხელოვნების სამეცნიერო კვლევის ძირითადი კერაა საქართველოში. აქ ეწყობა კონფერენციები და სიმპოზიუმები, როგორც ქვეყნის ისე საერთაშორისო მასშტაბით. 2003 წელს დაარსდა ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა სახის, მათ შორის, საერთაშორისო პროექტებს. კონსერვატორიაში იქმნება და გამოიცემა სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ლიტერატურა. ბეჭდვითი გამომცემლობის პარალელურად, 2004 წლიდან ფუნქციონირებსსამეცნიერო ელექტრონული ჟურნალი.
დღეს კონსერვატორიაში 400-მდე სტუდენტი სწავლობს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული კონსერვატორიის სასწავლო-სამეცნიერო და საკონცერტო ცხოვრებაში, სისტემატურად მონაწილეობენ საერთაშორისო თუ რესპუბლიკურ კონკურსებსა და კონფერენციებში. ძალზე დიდია პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებზე გამარჯვებულ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა სია.
1995 წლიდან სახელმწიფო კონსერვატორია გადავიდა ორსაფეხურიანი სწავლების ევროპულ საგანმანათლებლო სისტემაზე. 2005 წლიდან, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია არის კონსერვატორიების ევროპული ასოციაციის წევრი. ამავე წელს შეუერთდა ბოლონიის პროცესის საგანმანათლებლო, კრედიტებისა და შეფასების საერთაშორისო სისტემას.
კონსერვატორიამ არა მარტო შეინარჩუნა მუსიკალური განათლების მდიდარი საუკუნოვანი ტრადიციები, არამედ დაიმკვიდრა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი პროფესიული და აკადემიური სასწავლებლის სტატუსი.
წყარო
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის
ფაკულტეტი დასაბამს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის
დაარსებიდან 1918 წლის 27 თებერვალიდან იღებს, როდესაც უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ
დაადასტურა სამკურნალო ფაკულტეტის შექმნის აუცილებლობა. 1919 წლის 9 აპრილს უნივერსიტეტის
საბჭოს გადაწყვეტილებით მანამდე ერთად არსებული საბუნებისმეტყველო-სამკურნალო
და მათემატიკური ფაკულტეტები გაიყო და გახდა შესაძლებელი სამკურნალო ფაკულტეტის
დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბება. 1930 წლის 10 ივნისს გაიხსნა საქართველოს სახელმწიფო
სამედიცინო ინსტიტუტი, რომელმაც 1992 წლიდან მიიღო ავტონომიური უნივერსიტეტის სტატუსი
და ჩამოყალიბდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტად. 1996 წელს სამკურნალო
ფაკულტეტის ბაზაზე შეიქმნა უცხოენოვანი სექტორი, რომელიც შემდგომ ცალკე ფაკულტეტად
გამოიყო.
2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
სამკურნალო, პედიატრიული, ფსიქოთერაპიისა და ფსიქოსომატური მედიცინის და ინგლისურენოვანი
სამკურნალო ფაკულტეტების ბაზაზე ჩამოყალიბდა მედიცინის ფაკულტეტი.
სადღეისოდ მედიცინის ფაკულტეტზე ექიმის პროფესიას ეუფლება
3976, მათ შორის 1200-მდე უცხოენოვანი სტუდენტი.
წყარო
1918 წელს
გაიხსნა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, რომელმაც, ქართული საგანმანათლებლო
ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს
სკოლას.
საქართველოში უნივერსიტეტის დაარსების იდეა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში, რუსეთის იმპერიისაგან გათავისუფლებისთვის ბრძოლის გაძლიერებასთან ერთად დაიბადა. მე-19 საუკუნის სამოციან წლებში საქართველოში სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა ახალი თაობა, დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის მეთაურობით, რომელთანაც დაკავშირებულია სულიერი აღორძინების ახალი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამ წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა უნივერსიტეტის დაარსებისათვის ბრძოლა.
უმაღლესი სკოლის შექმნის რეალური შესაძლებლობები კიდევ უფრო გამოიკვეთა მას შემდეგ, რაც თბილისში დაარსდა სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი. იგი რუსეთის იმპერიაში არსებულ ბანკებს შორის ერთადერთი იყო, რომელიც თავის შემოსავალს ერის კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეურნეო ინტერესებს ახმარდა.
მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ქართული უნივერსიტეტის დაფუძნების ორგანიზატორი გახდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღზრდილი და მისი პრივატ-დოცენტი ივანე ჯავახიშვილი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის პირველი დღეებიდანვე პეტერბურგში მყოფმა ივანე ჯავახიშვილმა აქტიურად დაიწყო უმაღლესი სასწავლებლის გახსნისათვის მზადება.
12 მაისს თბილისში, პეტრე მელიქიშვილის ბინაში, უნივერსიტეტის საზოგადოების დამფუძნებელთა პირველი შეკრება გაიმართა. კრებას ექვთიმე თაყაიშვილი ხელმძღვანელობდა. ამ დღეს დაარსდა “ქართული თავისუფალი უნივერსიტეტის” საზოგადოება, რომელმაც დიდი როლი შეასრულა უნივერსიტეტის დაარსების საქმეში.
1917 წლის შემოდგომაზე უნივერსიტეტის დამფუძნებელთა მუშაობა უმაღლესი სასწავლებლის გასახსნელად კიდევ უფრო ფართოდ გაიშალა. გადაწყდა, რომ თავდაპირველად დაარსებულიყო მხოლოდ ერთი – სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი, რომელიც გააერთიანებდა ჰუმანიტარულ დარგებს, აგრეთვე, ბუნე-ბისმეტყველებასა და მათემატიკას. დეკემბრის ბოლოს პრესაში უკვე გაჩნდა განცხადება ქართულ უნივერსიტეტში სტუდენტების მიღების შესახებ.
კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა. უნივერსიტეტის პირველ რექტორად, ივანე ჯავახიშვილის წინადადებით, პროფესორთა საბჭომ პეტრე მელიქიშვილი აირჩია, თავად ივანე ჯავახიშვილი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში.
ახლად დაარსებულ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდნენ: ივანე ჯავახიშვილი, იუსტინე აბულაძე, გიორგი ახვლედიანი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კორნელი კეკელიძე, შალვა ნუცუბიძე, ელისაბედ ბაგრატიონ-ორბელიანისა, დიმიტრი უზნაძე, ვანდა ღამბაშიძე, ილია ყიფშიძე, იოსებ ყიფშიძე, აკაკი შანიძე, ანდრია ბენაშვილი, ანდრია რაზმაძე, ივანე ბერიტაშვილი, გრიგოლ წერეთელი.
1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის – ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს საქართველოს ერთ–ერთი უპირველესი სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებაა, ყოველწლიურად აქ 200–მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო საგრანტო პროექტი ხორციელდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისი მასშტაბით ერთ–ერთი უდიდესია საქართველოში. დღეისთვის თსუ–ს 7 ფაკულტეტზე 22 ათასამდე სტუდენტი სწავლობს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო, ასევე მოკლე და გრძელვადიანი სასერტიფიკატო პროგრამები ხორციელდება. უცხოეთის ქვეყნების უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე ყველა სტუდენტს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს გაცვლით და ერთობლივ საერთაშორისო სასწავლო პროგრამებში და მოიპოვონ ორმაგი აკადემიური ხარისხი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაფუძნდა 2006 წელს განსხვავებული
და ხანგრძლივი ისტორიის მქონე 6 ინსტიტუტის გაერთიანების შედეგად. ამჟამად ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს სტუდენტთა და პროფესორთა კავშირს - მრავალფუნქციურ საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებას, რომელშიც სტუდენტების, პროფესორების, მასწავლებლებისა და მკვლევრების თანამშრომლობით იქმნება აკადემიური და პროფესიული განათლებისა და კვლევის ერთიანი სივრცე.

ერთიანი სივრცე ემყარება სამ პრინციპს:
• აკადემიურ თავისუფლებას;
• სინდისის თავისუფლებას;
•არჩევანის თავისუფლებას.
ეს პრინციპები გამომდინარეობს ერთმანეთისაგან და განაპირობებს ერთმანეთს: სტუდენტები, მასწავლებლები, მკვლევრები და პროფესორები თავისუფალნი არიან, აირჩიონ კვლევისა და შესწავლის სფეროები, მიმართულებები, აგრეთვე თანამშრომლები და ხელმძღვანელები; არავის აქვს უფლება, პოლიტიკური ან მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე, აუკრძალოს სტუდენტებს, პროფესორებს, მასწავლებლებს და მკვლევრებს რაიმეს შესწავლა და სამეცნიერო დასკვნების გამოქვეყნება. სტუდენტები და პროფესორები თავისუფალნი არიან, აირჩიონ გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ნებისმიერი ფორმა, რომელიც, მათი აზრით, საუკეთესოდ შეესატყვისება მათი კავშირის - უნივერსიტეტის - საერთო მიზნებს და ამოცანებს.

XX საუკუნის 20-იანი წლებიდან საქართველოში სახალხო მეურნეობის
აღდგენა-განვითარებასთან დაკავშირებით, 1921 წლის 30 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისპროფესორთა საბჭომ გადაწყვიტა 1922
წლის იანვარში სატექნიკო ფაკულტეტის ერთი სემესტრის გახსნა (ნავარაუდევი იყო საჭიროების
შემთხვევაში მეორე სემესტრის გახსნაც). 1922 წლის 16 იანვარს საზეიმოდ გაიხსნა პოლიტექნიკური
ფაკულტეტი. მის პირველ სხდომას თავმჯდომარეობდა უნივერსიტეტის რექტორი ივანე ჯავახიშვილი. პოლიტექნიკური ფაკულტეტის დეკანად
აირჩიეს პროფ. ა. დიდებულიძე. იმავე დღესვე, პოლიტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტებს პირველი
ლექცია მათემატიკაში ანდრია რაზმაძემ წაუკითხა. ამით დაიწყო სასწავლო
პროცესი ქართული საინჟინრო კადრების მოსამზადებლად.
1922 წლისთვის პოლიტექნიკური ფაკულტეტი ასე გამოიყურებოდა:
- სამშენებლო
განყოფილება
- არქიტექტურული
სპეციალობა;
- ჰიდროტექნიკური
სპეციალობა;
- საგზაო
სპეციალობა;
- მექანიკური
განყოფილება
- ელექტრომექანიკური
სპეციალობა;
- ჰიდრომექანიკური
სპეციალობა;
- თერმომექანიკური
სპეციალობა;
- სამთამადნო
განყოფილება
- სამთო
სპეციალობა;
- მეტალუპგიული
სპეციალობა;
- ქიმიურ-ტექნოლოგიურისპეციალობა;
იმავე წლის სექტემბრიდან, პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე შესვლის მსურველთა
დიდი რაოდენობის გამო, შემოიღეს მისაღები გამოცდები[2]. პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე საკონკურსო საგნები
იყო ალგებრა, გეომეტრია და ტრიგონომეტრია.
პირველივე სემესტრში პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე პედაგოგიური მუშაობა
დაიწყეს ა. რაზმაძემ, ნ. მუსხელიშვილმა, ა. დიდებულიძემ, ა. ბენაშვილმა, გ. ნიკოლაძემ,
არჩ. ხარაძემ. 1928წლის 28 ივნისს ქართველი ინჟინრების პირველი
გამოშვება შედგა. ამ დღეს პოლიტექნიკური ფაკულტეტის 6 სტუდენტმა დაიცვა სადიპლომო პროექტი
(ნიკოლოზ კალატოზიშვილი, ვიქტორ მამალაძე, ალექსანდრე მიქაბერიძე, ევგენი ჩიქოვანი,
ივანე გვიჩია და ირაკლი მაღალაშვილი).
1928 წლის 1 ოქტომბერს თბილისის უნივერსიტეტის პოლიტექნიკური
ფაკულტეტის ბაზაზე საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი შეიქმნა, შემდეგი
ფაკულტეტებით:
- სამშენებლო
ფაკულტეტი
- გზებისა
და ხიდების განყ-ბა;
- ჰიდროტექნიკური
განყ-ბა;
- სამოქალაქო
მშენებლობის განყ-ბა;
- სატრანსპორტო-საექსპლოატაციო
განყ-ბა;
- მექანიკური
ფაკულტეტი
- მექანიკური
განყ-ბა;
- სამთო-ქიმიური
ფაკულტეტი
- სამთო
განყ-ბა;
- ქიმიუპ-ტექნოლოგიური
განყ-ბა.
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორად შეთავსებით დაინიშნა
სახალხო განათლების კომისარი დავით კანდელაკი, პრორექტორად სასწავლო-სამეცნიერო ნაწილში
— ნიკოლოზ
მუსხელიშვილი.
გახსნისას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მუშაობდა 20 პროფესორი, 19 დოცენტი, 104 ლექტორი, 38 ასისტენტი.
1930 წელს
ჩატარდა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რეორგანიზაცია. საქართველოს პოლიტექნიკური
ინსტიტუტის ბაზაზე დაარსდა ექვსი ინსტიტუტი:
- საქართველოს
საინჟინრო-სამშენებლო;
- ამიერკავკასიის
ენერგეტიკული;
- ამიერკავკასიის
სამთო-მეტალურგიული;
- ამიერკავკასიის
ქიმიურ-ტექნოლოგიური;
- ამიერკავკასიის
მიმოსვლის გზათა ინჟინერთა ინსტიტუტი;
- ამიერკავკასიის
საინჟინრო-მელიორაციული (ეს უკანასკნელი გადატანილ იქნა განჯაში).
1932 წელს
სამთო-მეტალურგიული და ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტების ბაზაზე შეიქმნა ამიერკავკასიის
სამთო-ქიმიური ინსტიტუტი. 1933 წელს
სამთო-ქიმიური, საინჟინრო-სამშენებლო და ენერგეტიკული ინსტიტუტები გაერთიანდა ამიერკავკასიის
ინდუსტრიული ინსტიტუტის სახელწოდებით. 1936 წელს,
ახალი კონსტიტუციის საფუძველზე, ამიერკავკასიის
ფედერაციის გაუქმების
შემდეგ მას საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი ეწოდა. 1933 წლის 8 იანვარს თბილისის
უნივერსიტეტი ხელახლა ჩამოყალიბდა როგორც ერთიანი სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულება.
1947 წელს საქართველოს ინდუსტრიულმა ინსტიტუტმა უმაღლესი ტექნიკური
განათლების 25-ე წლისთავი იზეიმა. საკავშირო მთავრობამ იგი შრომის
წითელი დროშის ორდენითდააჯილდოვა.
ინსტიტუტის მიენიჭა პოლიტექნიკური ინსტიტუტის სახელი. ამ დროს ინსტიტუტში არსებობდა
6 ფაკულტეტი (სამშენებლო, ენერგეტიკული, სამთო, ქიმიურ-ტექნოლოგიური, მექანიკა-მანქანათმშენებლობის,
მეტალურგიული). საინჟინრო კადრების მომზადება 22 სპეციალობაში ხდებოდა. 1959 წელს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტს
შეუერთდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი.
1972 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის 50 წლის იუბილეზე,
იგი ლენინის ორდენით დაჯილდოვდა. იუბილეში მონაწილეობის
მისაღებად თბილისში ჩამოვიდნენ ვარშავის, კიევის, პრაღის, ბუქარესტის, ბაქოს, ერევნის, ბრნოს, ალმა-ატის, კრაკოვის, კოშიცეს, კაუნასის, ტომსკის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები.
1972-73 სასწავლო წლის დასაწყისში ინსტიტუტს ჰქონდა 28 ფაკულტეტი და 102 კათედრა. დღის
სტაციონარზე 15 ფაკულტეტი ფუნქციონირებდა:
- სამშენებლო
ფაკულტეტი (დეკანი პროფ. გ. ნინუა);
- ენერგეტიკის
ფაკულტეტი (დეკანი დოც. ნ. წივწივაძე);
- სამთო
ფაკულტეტი (დეკანი დოც. დ. ბეჟაშვილი);
- ქიმიური
და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი (დეკანი დოც. ე. ჩხიკვაძე);
- მექანიკა-მანქანათმშენებლობის
ფაკულტეტი (დოც. გ. ჩიხლაძე);
- მეტალურგიის
ფაკულტეტი (დეკანი პროფ. ჯ. ლომსაძე);
- ავტომატიკისა
და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი (დეკანი დოც. გ. ჩიხლაძე);
- სატრანსპორტო
ფაკულტეტი (დეკანი დოც. ა. შალამბერიძე);
- საინჟინრო
ფიზიკური ფაკულტეტი (დეკანი პროფ. ვ. სანაძე) ;
- არქიტექტურის
ფაკულტეტი (დეკანი დოც. ნ. მგალობლიშვილი);
- ჰიდროტექნიკისა
და სანტექნიკის ფაკულტეტი (დეკანი პროფ. ნ. მოწონელიძე);
- გეოლოგიის
ფაკულტეტი (დეკანი პროფ. გ. ჯაფარიძე);
- კავშირგაბმულობისა
და ელექტრონიკის ფაკულტეტი (დეკანი პროფ. ა. კერესელიძე);
- ავტომექანიკური
ფაკულტეტი (დეკანი დოც. დ. პეტრიაშვილი) ;
- სპი'
ქუთაისის ფაკულტეტის (დეკანი პროფ. კ. იმედაშვილი);
საღამოს სტაციონარულ სწავლებას 7 ფაკულტეტი ემსახურებოდა: თბილისის,
რუსთავის, ბათუმის, ჭიათურის, ტყიბულის (ზესტაფონის განყოფილებით), ფოთისა და გორის.
დაუსწრებელი სწავლების ფაკულტეტები იყო თბილისსა და სოხუმში (თელავისა და ზუგდიდის
საკონსულტაციო პუნქტებით).
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელები, როგორც წესი
ხელისუფლების მიერ ინიშნებოდნენ . 1988 წელს
პირველად ჩატარდა რექტორის არჩევნები სამეცნიერო საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე. რექტორად
არჩეულ იქნა პროფ. გოჩა ჩოგოვაძე. 1990 წელს
საქართველოს პოლიტექნიკურმა ინსტიტუტმა ტექნიკური უნივერსიტეტის სტატუსი მიიღო. 1992 წელს დაარსდა ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი. 2005 წელს დაარსდა ქართული სამეცნიერო პოტენციალის
და სტუდენტ-ახალგაზრდობის დასასაქმებლად „საინივაციო ფონდი-ტექნოლოგიური პარკი“. 2006 წელს 17 მაის ჩატარდა სტუ-ს სტუდენტური
თვითმმართველობის პირველი არჩევნები.
წყარო
წყარო
სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი ჩამოყალიბდა როგორც აფხაზეთის
(სოხუმის) უნივერსიტეტი.
1989 წლის ცნობილი პოლიტიკური მოვლენების შემდეგ, აფხაზეთის
(სოხუმის) უნივერსიტეტს გამოეყო ქართული ნაწილი, რომელიც აფხაზეთის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა
და სტუდენტთა უმრავლესობას აერთიანებდა. 1989 წლის 14 მაისს უნივერსიტეტის ქართული
ნაწილის ბაზაზე ჩამოყალიბდა ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისსოხუმის ფილიალი,
რომელმაც 1993 წლიდან ქალაქ თბილისში გააგრძელა ფუნქციონირება.
2007 წლის 31 ივლისს საქართველოს მთავრობის დადგენილებით თსუ სოხუმის ფილიალის ბაზაზე დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი — სოხუმის უნივერსიტეტი. 2008 წლის 4 იანვარს უნივერსიტეტმა მიიღო საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების სახელმწიფო ლიცენზია, ხოლო 2008 წლის 8 იანვარს — სახელმწიფო აკრედიტაცია (5 წლის ვადით).

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი
ილია მეორე ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მეცნიერებისა და ეკლესიის ურთიერთობას.
სწორედ მისი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევით გადაწყდა, შექმნილიყო უმაღლესი განათლების
ახალი კერა, რომელიც დაიცავდა ქართული მეცნიერების საეკლესიო ტრადიციებსა
და მემკვიდრეობას და ამავე დროს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი
იქნებოდა. ასე დაფუძნდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის
ქართული უნივერსიტეტი, რომელიც ეროვნულ ღირებულებებზეა დამკვიდრებული, სულიერებისა
და თავისთავადობის გაფრთხილებასა და მომავლის მეცნიერების აღზრდას ემსახურება.
ქართულ უნივერსიტეტს 2008 წელს ჩაეყარა საფუძველი და პირველი დოქტორანტები ფიზიკა-მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო სპეციალობებზე მიიღო. 2010 წლის სექტემბრიდან უნივერსიტეტის კარი უკვე ღიაა სხვადასხვა სპეციალობის ბაკალავრებისთვის, მაგისტრებისა და დოქტორანტებისთვის. დღეს ქართულ უნივერსიტეტში სულ 1500-მდე სტუდენტი სწავლობს. სასწავლებელში ამჟამად ორი სკოლაა:
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლ
ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
ქართული უნივერსიტეტი ახლად დაფუძნებული უმაღლლესი სასწავლებელია, რომელიც განათლების სამინისტროს მიერ დადგენილ ყველა სტანდარტს ითვალისწინებს. უნივერსიტეტი საუკეთესო ინფრასტრუქტურით გამოირჩევა. აქ თანამედროვე აუდიტორიები და უმაღლესი დონის ტექნიკით აღჭურვილი კომპიუტერული კაბინეტებია. ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა; უნივერსიტეტში ფუნქციონირებს უცხო ენათა შემსწავლელი ცენტრი.
ქართული უნივერსიტეტის სრული და ასოცირებული პროფესორები არიან ამა თუ იმ დარგში ავტორიტეტული პროფესორ-მასწავლებლები – როგორც ძველი, ისე ახალი თაობის წარმომადგენლები. ამასთან, სასწავლო პროცესში აქტიურად არიან ჩართული საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებული ქართველი მეცნიერები, ლექციებს ასევე კითხულობენ წამყვანი უცხოელი სპეციალისტები.
საგანგებოდ უნდა ითქვას, რომ ქართულ უნივერსიტეტში მაღალი ხარისხის
სწავლება შეხამებულია დროის ოპტიმალურ ხარჯვასთან. ძველი სალექციო სისტემის ნაცვლად
დანერგილია თანამედროვე სასწავლო პროგრამები, და სალექციო კურსი სრულიად მოდერნიზებულია.
ჩვენ ორიენტირებული ვართ არა სტუდენტთა რაოდენობაზე, არამედ ცოდნის ხარისხზე. განსაკუთრებული
ყურადღება ექცევა დასავლეთის უმაღლეს სასწავლებლებთან კავშირს. დოქტორანტებისთვის დანერგილია
ინტერნეტ-დისტანციური სწავლების მეთოდი.
დღეს უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტები
ჩართულნი არიან მაღალი რანგის მეცნიერულ კვლევებში, რომლებიც უცხოეთის სერიოზულ სამეცნიერო
ცენტრებთან ერთად მიმდინარეობს. საერთაშორისო კვლევითი პროექტები იგეგმება სამართალმცოდნეობის,
ფსიქოლოგიის, ეკონომიკისა და სხვა სფეროებში.
წყარო
წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий